ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 832
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019048
  • Word
832
20/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019048
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 832

2015 წლის 20 აპრილი

. თბილისი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში, კირქვა, ღორღი) მოპოვების ლიცენზიისაგან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დანართით განსაზღვრულიX და Y კოორდინატების ფარგლებში.

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხები და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობების გადახდა:

გ.ა) სოფ. ბაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აპანთა) – 868 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 151 (ას ორმოცდათერთმეტი) ლარი;

გ.ბ) სოფ. ტბეთის მიმდებარე ტერიტორიაზე  (მდ. რიონი) – 630 მ3 კირქვის მოპოვებისთვის - 126 (ას ოცდაექვსი) ლარი;

გ.გ) სოფ. ზემო ჟოშხას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ასკისწყალი) - 3500 მ3 კირქვის (ღორღი) მოპოვებისთვის   - 700 (შვიდასი) ლარი;

გ.დ) სოფ. პირველი ტოლას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ასკისწყალი) – 2000 მ3 კირქვის (ღორღი) მოპოვებისთვის - 400 (ოთხასი) ლარი;

გ.ე) სოფ. მეორე ტოლას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ასკისწყალი) – 3000 მ3 კირქვის (ღორღი) მოპოვებისთვის - 600 (ექვსასი) ლარი.      

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                                ი .  ღარიბაშვილი

დანართი:

 

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაჯის მიმდებარე ტერიტორია − 868 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

N

X

Y

1

331653

4712647

2

331660

4712654

3

331681

4712626

4

331672

4712614

S =  434 m2

WGS 1984;

 

 

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ტბეთის მიმდებარე ტერიტორია − 630 მ3 კირქვა:

 

N

X

Y

1

333230

4710685

2

333219

4710653

3

333209

4710658

4

333219

47106 83

S =  315 m2

WGS 1984;

 

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოფ. ზემო ჟოშხას მიმდებარე ტერიტორია – 3500 მ3 კირქვა (ღორღი):

 

N

X

Y

1

332367

4717004

2

332438

4717026

3

332494

4716983

4

332433

4716977

S =  0.32 ჰა

WGS 1984;

 

4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოფ. პირველი ტოლას მიმდებარე ტერიტორია – 2000 მ3 კირქვა (ღორღი):

 

N

X

Y

1

334156

4716111

2

334204

4716140

3

334280

4716119

4

334262

4716072

5

334197

4716078

S =  0.54 ჰა

WGS 1984;

 

 

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოფ. მეორე ტოლას მიმდებარე ტერიტორია – 3000 მ3 კირქვა (ღორღი):

 

N

X

Y

1

336107

4716909

2

336140

4716893

3

336125

4716867

4

336093

4716882

S =  0.11 ჰა

WGS 1984.