დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფიზიკური პირ ლევან ხოზრევანიძისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 831 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019046 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №831
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირ ლევან ხოზრევანიძისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვებისა და აღნიშნული საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო დამხმარე გზის რეაბილიტაციის მიზნით, სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თხილნარის სატყეოს კვარტალ №23-ში მდებარე 2,66 ჰა მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა ფიზიკურ პირს – ლევან ხოზრევანიძეს (პ/ნ 61001005480) (შემდგომში – ტყითმოსარგებლე) განესაზღვროს 2018 წლის 23 სექტემბრამდე.
2. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განახორციელოს ხე-მცენარეების მოჭრა, გარდა „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობებისა.
3. ტყითმოსარგებლე ვალდებულია, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, განახორციელოს სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თხილნარის სატყეოს მე-4 სამცველოს კვარტალ №26-ში მდებარე 2,66 ჰა ფართობის შეღობვა/გაწმენდა/აჩიჩქვნა და სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, ტყის კულტურების გაშენება და მოვლა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები