დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების, ინვესტორთა საბჭოს შექმნისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 829 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019041 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №829
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ( EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების, ინვესტორთა საბჭოს შექმნისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“და„ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ( EBRD) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი (შემდგომში - მემორანდუმი).
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,შეიქმნას ინვესტორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი − საბჭოს წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს წევრი;
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
საგადასახადო ომბუდსმენი − საბჭოს წევრი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი;
საქართველოში კერძო და საჯარო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების არაუმეტეს 2 წარმომადგენელი (დანიშნული წლიური როტაციის პრინციპით) − საბჭოს წევრ(ებ)ი.
3. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს გადაწყვეტილებით , შეიძლება, მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
4. ინვესტორთა საბჭოს ძირითად მიზნებს წარმოადგენს მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, მათ შორის, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირება კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნეს -გარემოს შემდგომი განვითარებისთვის.
5. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ინვესტორთა საბჭოს სამდივნო (შემდგომში − ინვესტორთა საბჭოს სამდივნო).
6. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ( EBRD), საქართველოს ბიზნესასოციაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს დაფუძნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები