დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 827 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019037 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №827
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არძანისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „არძანს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №203840709) იჯარის უფლებით გადასცეს ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე №82-ში მდებარე 23077 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები: №1 − 5511.08 კვ.მ; №2 − 2393.92 კვ.მ; №3 − 9864.53 კვ.მ; №4 − 995.78 კვ.მ; №5 − 1789.32 კვ.მ; №6 − 140.79 კვ.მ; №7 − 564.53 კვ.მ; №8 − 209.39 კვ.მ; №9 − 11.3 კვ.მ; №10 − 73.78 კვ.მ; №11 − 31.54 კვ.მ; ნაგებობა №12 (აუზი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − №01.14.10.001.073) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) წლის ვადით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ა) საიჯარო ქირის გადახდა ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ან/და მისი ნაწილის რემონტი (მათ შორის: შეკეთება და აღჭურვა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში ;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) წლის განმავლობაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
| პერიოდი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან | ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობა |
| შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1-ლი და მე-2 წელი | 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი |
| შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მე-3-დან მე-20 წლის ჩათვლით | 709 076 (შვიდას ცხრა ათას სამოცდათექვსმეტი) ლარი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები