დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 826 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019035 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №826
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისს შორის, 2014 წლის 29 მაისს გაფორმებული „ქართული განლაგების პროგრამა ავღანეთში განსალაგებელი ძალების გაწვრთნის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, 2015 წლის 16 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისგან“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები დაფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისს შორის, 2014 წლის 29 მაისს გაფორმებული „ქართული განლაგების პროგრამა ავღანეთში განსალაგებელი ძალების გაწვრთნის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, ამერიკული მხარის მიერ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები