დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 809 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019032 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №809
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან, ადმინისტრირებასთან, პროგრამის მონიტორინგის სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების (სასერვერო მოწყობილობები) შესყიდვასთან, ვებგვერდის www.qartuli.ge განახლებასთან (მათ შორის, დიზაინი) და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები