დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019030 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №807
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში მდებარე ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად:
1. ქალაქ თბილისში, კოსტავას ქ. №43-ში (ფაქტობრივი მისამართი: კოსტავას ქ. №43ა, ჟორდანიას ინსტიტუტის მიმდებარედ არსებული ყოფილი ლაბორატორიის შენობა №3, ს/კ: 01.15.03.010.073, ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010105364) მდებარე და ამჟამად უკვე დემონტირებულ ობიექტს მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
2. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამ განკარგულების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი მონაცემების ასახვა.
3. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები