დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 804 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019073 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №804
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 28 418,64 (ოცდარვაათას ოთხასთვრამეტი ლარი და 64 თეთრი) ლარი, ქ. რუსთავში, მე-12 მ/რ-ში (ყოფილი №35 ბაგა-ბაღის შენობა) და თეთრიწყაროში, ფარნავაზის ქ. №5-ში (ყოფილი საავადმყოფოს შენობა) მცხოვრები დევნილი ოჯახების გაზიფიცირებისა და მოხმარებული ბუნებრივი აირის დავალიანების დაფარვისათვის.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები