ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 786
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019070
  • Word
786
20/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019070
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 786

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 66848.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი საგარეჯო, სოფელი დ/ჩაილური, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 55.08.54.065 , მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 17475.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი საგარეჯო, სოფელი ჩაილური, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 55.08.54.066 , მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 33540.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი საგარეჯო, სოფელი ჩაილური, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 55.08.54.067 , მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი