დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3520-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/04/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.017706 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 329-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან. |
ქუთაისი, 30 აპრილი 2015 წ. N3520-IIს |
დოკუმენტის კომენტარები