დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2013 წლის 25 ოქტომბრის სასესხო ხელშეკრულებაში (ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზი)“ №1 ცვლილების ხელშეკრულების“ პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 773 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019049 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №773
2015 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2013 წლის 25 ოქტომბრის სასესხო ხელშეკრულებაში (ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზი)“ №1 ცვლილების ხელშეკრულების“ პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2013 წლის 25 ოქტომბრის სასესხო ხელშეკრულებაში (ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზი)“ №1 ცვლილების ხელშეკრულება“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები