დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 770 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019036 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №770
2015 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება თელავის მუნიციპალიტეტს, სოფ. კისისხევი-შალაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ე.წ „ვაკის“ არსებულ ხევზე მილხიდების და ნაპირსამაგრების რეაბილიტაციის და სოფ. კურდღელაურის, ვარდისუბნის და გულგულის ტერიტორიაზე გამავალი თელავის ხევის რკინაბეტონის კალაპოტის გაწმენდის პროექტების ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 24 924.30 (ოცდაოთხი ათას ცხრაას ოცდაოთხი ლარი და 30 თეთრი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები