საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ

  • Word
საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019027
  • Word
767
08/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019027
საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 767

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საიუბილეო მედლის „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დამტკიცების შესახებ

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დამსახურებისა და ფაშიზმზე გამარჯ­ვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, დამტკიცდეს საიუბილეო მედა­ლი „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ და მისი აღწერილობა დანართის მიხედვით.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი

დანართი

საიუბილეო მედალი ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“

და მისი აღწერილობა

1. საიუბილეო მედლით ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ ჯილდოვდებიან სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2. დაჯილდოებული საიუბილეო მედალს ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს.

3. მერდლის აღწერილობა:

ავერსი:

ა) საიუბილეო მედალი ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის, ოქროსფერ ლითონის მედალიონს; კომპოზიციაზე გამოსახულია მუხის გვირგვინი, ცენტრში ამოტვიფრულია საიუბილეო თარიღი: ,,1945 – 2015“; მუხის გვირგვინის ზემოთ გამოსახულია შვიდქიმიანი ვარსკვლავი;

ბ) მედალიონი უკავშირდება ბაფთას ქართული ,,ვაზის წნულის“ ორნამენტით, რომელზედაც გამოსახულია ქართული მუზარადი; ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, ცენტრში ფართო წითელი არშიით და ოთხი წითელი ჯვრით საქართველოს დროშის გამოსახულებით.

რევერსი:

ა)   ამოტვიფრულია წარწერა: ,,ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი;

ბ) მედალიონი უკავშირდება ბაფთას ქართული ,,ვაზის წნულის“ ორნამენტით, ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, ცენტრში ფართო წითელი არშიით და ორი წითელი ჯვრით.