დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016163 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე და მე-80 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 და 2015 წლის 23 თებერვლის №323 განკარგულებების გათვალისწინებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014,წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016145) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
33.6 ათასი ლარით მცირდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, კერძოდ: |
ა)
6,9 ათასი ლარით პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 01 00) ასიგნებები, კერძოდ: |
ა.ა)
6,9 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის გამგეობის (პროგრამული კოდი 01 02) ასიგნება, აქედან: 2,9 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი ,,აუდიტორული მომსახურების ხარჯი“ ასიგნება, 4,0 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება; |
ბ)
3,7 ათასი ლარით პროგრამის ,,თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“ (პროგრამული კოდი 02 00) ასიგნებები, კერძოდ: |
ბ.ა)
3,7 ათასი ლარით გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (პროგრამული კოდი 02 03) ასიგნება, აქედან: 3,7 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,პრემია“ ასიგნება; |
გ)
23,0 ათასი ლარით პროგრამის ,,მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი 06 03) ასიგნებები, კერძოდ: |
გ.ა)
23,0 ათასი ლარით ქვეპროგრამის ,,უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება“ (პროგრამული კოდი 06 03 05) ასიგნება, აქედან: 12,0 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სუბსიდიები“ ასიგნება, 11,0 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სოციალური უზრუნველყოფა“ ასიგნება; |
2.
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N5 დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებულია შემდეგი გადანაწილებები: |
ა)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 თებერვლის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 მარტის №141 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები „გრანტებიდან“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) გადიდდა 37,5 ათასი ლარით, ხოლო შემოსავლების ზრდის თანხების მთლიანი მოცულობა - 37,5 ათასი ლარი მიიმართა პრიორიტეტის - ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ მუხლის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ასიგნებაზე, კერძოდ: 9,0 ათასი ლარი - პროგრამის „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (გზები და ხიდები)“ ქვეპროგრამის „გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ ასიგნებაზე (პროგრამული კოდი 03 01 01), 28,5 ათასი ლარი - პროგრამის „კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ასიგნებაზე (პროგრამული კოდი 03 02), მათ შორის: 4,5 ათასი ლარი - ქვეპროგრამის „წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ასიგნებაზე (პროგრამული კოდი 03 02 02), 24,0 ათასი ლარი - ქვეპროგრამის „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ ასიგნებაზე (პროგრამული კოდი 03 02 03); |
ბ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 მარტის №150 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 2,0 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საკანცელარიო, საწერ–სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა“ ასიგნება და 2,0 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება; |
გ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 მარტის №153 ბრძანებით ქ. ხობის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების მომრავლების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დადგენილი წესების დაცვით მათი მოგვარების ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 0,6 ათასი ლარით და 0,6 ათასი ლარი მიიმართა პროგრამის ,,მოსახლეობის სოციალური და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 06 06) ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებაზე. |
დ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პროგრამის ,,მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა“ ქვეპროგრამისათვის ,,უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება“ (პროგრამული კოდი 06 03 05) დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 16 მარტის №155 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პროგრამის ,,მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა“ ქვეპროგრამისათვის ,,უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება“ (პროგრამული კოდი 06 03 05) დამტკიცებული ასიგნებებში 61,3 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სუბსიდიები“ ასიგნება და 61,3 ათასი ლარი მიიმართა ,,სოციალური უზრუნველყოფა“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სოციალური დახმარება“ (ფულადი ფორმით) ასიგნებაზე; |
ე)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 19 მარტის №195 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 0,7 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომუნალური ხარჯი“ ასიგნება და 0,7 ათასი ლარით მიიმართა ,,სხვა ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მოსაკრებლები“ ასიგნებაზე; |
ვ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 19 მარტის №195 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამის „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02) ასიგნებებში 23,4 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება და 23,4 ათასი ლარით გადიდდა ,,სოციალური უზრუნველყოფა“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სოციალური დახმარება“ ასიგნება; |
ზ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 19 მარტის №197 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0,2 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომუნალური ხარჯი“ ასიგნება და 0,2 ათასი ლარი მიიმართა ,,სხვა ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მოსაკრებლები“ ასიგნებაზე; |
თ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 23 მარტის №203 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 4,4 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,თანამდებობრივი სარგო“ ასიგნება და 4,4 ათასი ლარი მიიმართა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,პრემია“ ასიგნებაზე; |
ი)
ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის №210 ბრძანებით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 1,5 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“–ს მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნებებში გარე განათების მოვლა-შენახვის ასიგნება და 1,5 ათასი ლარით მიიმართა ,,საქონელი და მომსახურება“–ს მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნებებში ხეების სანიტარული ჭრის ღონისძიებების ხარჯების ასიგნებაზე; |
კ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 მარტის №221 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 5,0 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,პრემია“ ასიგნება და 5,0 ათასი ლარი მიიმართა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნებაზე; |
ლ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის (პროგრამული კოდი 01 01) დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 აპრილის №302 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 1,5 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,რბილი ავეჯი“ ასიგნება და 1,5 ათასი ლარი მიიმართა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნებაზე; |
მ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისათვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 2 აპრილის №305 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „,კოლხეთისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0,62 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლის ,,რბილი ინვენტარი“ ასიგნება და 0,62 ათასი ლარით გადიდდეს მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება; |
ნ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 აპრილის №312 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0,12 ათასი ლარით შემცირდა მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება და 0,12 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება; |
ო)
ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ დამტკიცებული ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებების ღონისძიებებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 7 აპრილის №313 ბრძანებით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნებებში 3.18 ათასი ლარით შემცირდა გარე განათების მოვლა-შენახვის ხარჯების ასიგნება და 2,46 ათასი ლარით მიიმართა ავტოამწე ,,ჟირაფი“-ს გაქირავების ხარჯების ასიგნებაზე, 0,72 ათასი ლარი - ასენიზაციის მანქანის გაქირავების ხარჯების ასიგნებაზე; |
პ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის (პროგრამული კოდი 01 01) დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 აპრილის N320 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0,3 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საწვავ/საპოხი მასალების შეძენა“ ასიგნება და 0,3 ათასი ლარით გადიდდეს ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კავშირგაბმულობის ხარჯი“ ასიგნება; |
ჟ)
ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 თებერვლის N95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 15 აპრილის N321 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები „გრანტებიდან“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) გადიდდა 300,0 ათასი ლარით და შემოსავლების ზრდის თანხების მთლიანი მოცულობა - 300,0 ათასი ლარი მიიმართა პრიორიტეტის - ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ მუხლის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ასიგნებაზე, კერძოდ: 300,0 ათასი ლარი - პროგრამის „კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ასიგნებაზე (პროგრამული კოდი 03 02), აქედან: 300,0 ათასი ლარი - ქვეპროგრამის „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ ასიგნებაზე (პროგრამული კოდი 03 02 03); |
რ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის N330 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 0,6 ათასი ლარით შემცირდა ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების შეძენა და საგამომცემლო-სასტამბო ხარჯები“ ასიგნება, 0,8 ათასი ლარით - ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება“ ასიგნება, 3,4 ათასი ლარით - ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,რბილი ავეჯი“ ასიგნება, 0,9 ათასი ლარით - ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა მცირეფასიანი ინვენტარის შეძენა და დამონტაჟება“ ასიგნება, 1,3 ათასი ლარით - ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისისათვის საჭირო საგნებისა და მასალების მასალების შეძენის ხარჯი“ ასიგნება, 12,0 ათასი ლარით - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება და 19,0 ათასი ლარით გადიდდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება; |
ს)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამაში „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება“ (05 03) ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 22 აპრილის N336 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება“ (05 03) ასიგნებებში 0,5 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება და 0,5 ათასი ლარი მიმართულ იქნა ,,სხვა ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენი მიმდინარე ხარჯი“ ასიგნებაზე; |
ტ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 22 აპრილის N350 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 0,2 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საოფისე ტექნიკის, ინვენტარის, მანქანა–დანადგარების მოვლა–შენახვის, ექსპლუატაციის და მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება და 0,2 ათასი ლარით გადიდდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების შეძენა და საგამომცემლო-სასტამბო ხარჯები“ ასიგნება; |
უ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 22 აპრილის N352 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 0,2 ათასი ლარით შემცირდა ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საოფისე ტექნიკის, ინვენტარის, მანქანა–დანადგარების მოვლა–შენახვის, ექსპლუატაციის და მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება და 0,2 ათასი ლარით გადიდდა ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომპიუტერული პროგრამების შეძენის და განახლების ხარჯი“ ასიგნება; |
3.
გამოთავისუფლებული 33,6 ათასი ლარი მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: |
ა)
პრიორიტეტის „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 01 00) ასიგნებებზე 29,9 ათასი ლარით, კერძოდ: |
ა.ა)
5.0 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს (პროგრამული კოდი 01 01) ასიგნებებზე, აქედან: 5,0 ათასი ლარი მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება; |
ა.ბ)
24,9 ათასი მუნიციპალიტეტის გამგეობის (პროგრამული კოდი 01 02) ასიგნებებზე, აქედან: 19,3 ათასი ლარი მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება, 0,5 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ფოტო-ვიდეო-აუდიო აპარატურა“ ასიგნება, 0,1 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მობილური ტელეფონი“ ასიგნება, 1,4 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,რბილი ავეჯი“ ასიგნება, 0,6 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისისათვის საჭირო საგნებისა და მასალების მასალების შეძენის ხარჯი“ ასიგნება, 3,0 ათასი ლარი მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება; |
ბ)
პროგრამის ,,თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“ (პროგრამული კოდი 02 00) ასიგნებებზე 3,7 ათასი ლარი, კერძოდ: |
ბ.ა)
3,7 ათასი ლარი გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (პროგრამული კოდი 02 03) ასიგნებებზე, აქედან: 3,7 ათასი ლარი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება; |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7284.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2808.3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 475,8 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6239.2 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1121.3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 203,6 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 127.2 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 -ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 59,1 -ით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0-ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 135.2 ათასი ლარით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 48.5 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 220.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
,საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.5 ათასი ლარი; |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 114,5 ათასი ლარი; |
გ)
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ღონისძიებების მაღალპროფესიული უზრუნველყოფისათვის პირადი შემადგელობის ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფა. თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის ამაღლება, სამაშველო–საავარიო ტექნიკით უზრუნველყოფა, ხანძრების დროს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლების ზრდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, პირადი შემადგენლობის კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
პროგრამით ხორციელდება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, წვევამდელთა ჯამრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა–შენახვა, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის სკვერებისა და პარკების, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების მოვლა-შენახვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01); |
ა.ა)
გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. პერსპექტივაში ამ მიმართულებით გაგრძელდება ასიგნებების გამოყოფა. |
ა.ბ)
ხიდების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02)
ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგდომარეობის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია. სათანადო რესურსების შემთხვევაში ამ კუთხით ასიგნებები კვლავ გამოიყოფა. |
ბ)
კომუნალური ინფრასრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02); |
ბ.ა)
გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს გარე განათების მოვლა-შენახვის ღონისძიებების გახორციელებას,; |
ბ.ბ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
მომავალ წლებში გათვალისწინებულ იქნება სოფლების წყალმომარაგების პრობლემების მნიშვნელოვანწილად გადაჭრა. |
ბ.გ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 03)
პერსპექტივაში კვლავ გრძელდება საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. |
ბ.დ)
სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
რეგიონის ჭარბნალექიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხებს. |
ბ.ე)
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05)
შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს ქალაქის სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვისა და დასუფთავების ღონისძიებების გახორციელებას, გააჩნია შესაბამისი ტექნიკა, 2015 წლისათვის გამოყოფილია სულ 313.0 ათასი ლარის ასიგნება. |
გ)
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04)
მუნიციპალიტეტისათვის ამ მეტად პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში საჭირო იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან სათანადო სახსრების გამოყოფა. |
დ)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05)
პროექტი ხორციელდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე, გამოკვეთილია გზები, სანიაღვრე არხები და წყალმომარაგების სისტემები. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი"–ს მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი არის სკოლამდელი განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. |
ა)
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 30 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1092-მდე ბავშვი. ხორციელდება ღონისძიებები საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაზე, მათ რეაბილიტაციაზე და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლებაზე. |
ბ)
მოსწავლე–ახალგაზრდობის კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 03)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ხორციელდება სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესების და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო მეთოდური უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფა. |
გ)
პროფესიული სწავლება (პროგრამული კოდი 04 04)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი"–ს მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის მეშვეობით ახდენს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, წარმატებული სპოტსმენების წახალისებას, ნიჭიერ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება. იზრდება ჩატარებილი კულტურული ღონისძიებების რაოდენობა და ახალგაზრდობის ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების ჩატარება, სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. |
ა.ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“–ს სუბსიდირება, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის პოპულარიზაციას და გუნდის მომზადებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის. |
ა.გ)
სტადიონების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქსა და სოფლებში არსებული მარტივი ტიპის მოედნების ექპლოატაცია და რეაბილიტაცია. |
ა.დ)
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელსეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“, სადაც 11 ასაკობრივ ჯგუფებში გაერთიანებულია 216 ბავშვი, სკოლის გუნდები მონაწილეობას იღებენ სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონების ტურნირებში. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც აერთიანებს 13 ბიბლიოთეკას, 3 მუზეუმს, 7 სასოფლო კლუბსა და 3 კულტურის სახლს. ცენტრი ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. |
ბ.ბ)
ძეგლთა დაცვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის, წარმოებს გამოფენების ორგანიზება. |
ბ.გ)
კულტურული მემკვიდრეობის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ადგილობრივი ფოლკლორის, ხალხური ტრადიციების გამოვლენისა და პოპულარიზაციის მიზნით კონკურსები, გათვალისწინებულია მოეწყოს მეგრული ფოლკლორისა და რეწვის საღამო. სსიპ ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს“ გამოეყო გრანტი 12,0 ათასი ლარი, რითაც იქმნება სალოტბარო სკოლა, ხელი შეეწყობა ქართული სიმღერებისა და საგალობლების შესწავლას და შენარჩუნებას. |
ბ.დ)
ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას უწევს შ.პ.ს. ,,ხობის მოამბე“–ს, რითაც ხელი ეწყობა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. |
გ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მხარეთმცოდნეობის კუთხით ლაშქრობების მოწყობა, ახალგაზრდული დღეების გამართვა, ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა თემატურ საკითხებზე შეხვედრების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. |
დ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხობის ხარების დედათა მონასტრის ფინანსური მხარდაჭერა. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელსეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადსხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, ერთიანი სახერლმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები (პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება.) იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა ( იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგებადადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაცინათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიტოების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა (წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დაგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები (წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა.) პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა (მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა (მალარიის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება). სანიტარული ღონისძიებები (საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-საარმზრდელო დაწესებულებებსი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. |
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02)
მუნიციპალიტეტი ახდენს იმ მცირერიცხოვანი სულადობის მქონე სოფლების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც დარჩნენ სახელმწიფო პროგრამის გარეშე. ამ მიზნით 2015 წელს გამოიყოფა ყოველწლიურად 23.4 ათასი ლარი. |
გ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიატულო მომსახურების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. |
გ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის ფაქტიური საოპერაციო ხარჯების 50 %-ის დაფარვა, არაუმეტეს 2000 ლარისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად, ასევე სატრანსპორტო ხარჯების დასაფარავად დახმარება ეძლევა დიალეზით დაავადებულებს, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. |
გ.ბ)
სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის ვეტერანთა და დევნილთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. |
გ.გ)
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 მაისის ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 06 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, ასევე ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დახმარება. ამ მიზნით გამოყოფილია 4,0 ათასი ლარის ასიგნება. |
გ.დ)
მრავალშვილიანი ოჯახებისა (4 შვილი და მეტი), დედ-მამით ობოლი ბავშვების და 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა 4 და მეტი შვილზე 85 ოჯახს, 100 წელზე უხნესს 7 პიროვნებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
გ.ე)
უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“–ს სუბსიდიის მოცულობა შეადგენს 21.2 ათას ლარს, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“–ს ლიკვიდაციის შემდგომ ქ. ხობში, სტალინის ქ. #6-ში მდებარე უმწეოთა სასადილოს მართვის მომსახურების ასიგნება - 50,3 ათას ლარს. სასადილო ემსახურება 120 ბენეფიციარს, ხოლო ბინაზე მომსახურება ეწევა 25-მდე მარტოხელას. |
გ.ვ)
ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სულ 49.0 ათასი ლარი, ერთ ბავშვის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 ლარი, ხოლო მესამე და ზევით 300 ლარი. |
გ.ზ)
უმწეო კატეგორიაზე სასმელი წყლის ხარჯის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 03 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში 0-57000 სარეიტინგო ქულის მქონეთ ეწევა დახმარება, რაც მოიცავს 130-მდე ოჯახს, რომელთა სულადობა 600-მდეა, გამოყოფილია 2015 წელს 6.0 ათასი ლარი. |
დ)
უმწეოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად 50-200 ლარის ფარგლებში, 2015 წელს გამოყოფილია 55.0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ე)
ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებითა და ხანძრით დაზარებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ვ)
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება, უკიდურესად ავარიული სახლების შესაკეთებლად, გაიცემა ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
თავი III
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები