სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 766
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019024
  • Word
766
08/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019024
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 766

2015 წლის 8 აპრილი

 ქ. თბილისი

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უზრუნველყოს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა საიუბილეო მედლით დასაჯილდოებლად მედლების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განახორციელოს ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი 54 00 ).

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი