„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016166
17
30/04/2015
ვებგვერდი, 06/05/2015
010250020.35.106.016166
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2015 წლის 30 აპრილი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 27/11/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016138) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მე-2 დანართის მე-2 თავს დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. მოთხოვნები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი და მე-2 მუხლებით შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებული მოთხოვნებისა:

ა) პირს, რომელიც იკავებს საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას, დამატებით მოეთხოვება:

ა.ა) კომუნიკაბელობა;

ა.ბ) შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

ა.გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.გ.ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ა.გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;

ა.გ.გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა