,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040030.32.061.016143
16
24/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
190040030.32.061.016143
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

   ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1.  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით  (ვებგვერდი, 28/01/2015; 190040030.32.061.016128) დამტკიცებულ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში’’ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელმა პირებმა (ბენეფიციარი), (ოჯახებმა) განცხადებით უნდა მიმართონ კომისიებს და წარუდგინონ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით:

) I ჯგუფის ინვალიდებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);

ა.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი) ან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი);

ა.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი) სს „ლიბერთი ბანკიდან“;

) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);

ბ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მოწმობა (ასლი);

ბ.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი) სს „ლიბერთი ბანკიდან“;

) მარჩენალდაკარგულებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:

გ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);

გ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი),

გ.დ) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ.ე) საჭიროების (არსებობის) შემთხვევაში გარდაცვლილის ქორწინების ან/და დაბადების მოწმობა (ასლი);

გ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი) სს „ლიბერთი ბანკიდან“.  თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე.

) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:

დ.ა) ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);

დ.ბ) ობოლი ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);

დ.გ) მეურვის პირადობის მოწმობა (ასლი);

დ.დ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის დევნილის მოწმობა (ასლი);

დ.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

დ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი) სს „ლიბერთი ბანკიდან“.  

) ოთხ და მეტ არასრულწლოვანშვილიან ოჯახებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ე.ა) მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობები (ასლი);

ე.ბ) მშობლის (მშობლების) დევნილის მოწმობა (ასლი);

ე.გ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი);

ე.დ) მშობლის (მშობლების), (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი) სს „ლიბერთი ბანკიდან“.  

) 100 წელს გადაცილებულებზე – ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ვ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ვ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი);

ვ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი) სს „ლიბერთი ბანკიდან“.  

) უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ზ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა (ასლი);

ზ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);

ზ.გ) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი);

ზ.დ) მშობლის, (მშობლების) (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი და დევნილის (არსებობის შემთხვევაში) მოწმობები (ასლი);

ზ.ე) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ანგარიშის დეტალები (პირადი ანგარიშის ნომერი) სს „ლიბერთი ბანკიდან“; 

) სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, პროგრამის მოცულობის 20%-ის ფარგლებში – კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                                        ვახტანგ ყოლბაია