„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016303
93
29/04/2015
ვებგვერდი, 01/05/2015
010250020.35.123.016303
„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №93

2015 წლის 29 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ქუთაისის  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის №153 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების №2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში,  სიტყვები: „ავტოგასამართი სადგურები“ შეიცვალოს ფრაზით: „ავტოგასამართი კომპლექსი, ავტოგასამართი სადგური, კონტეინერული სადგური, მოძრავი სადგური, აირგასამართი სადგური, აირსავსები საკომპრესორო სადგური“.

2. დადგენილების №2 დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: „ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი სადგურის, კონტეინერული სადგურის, მოძრავი სადგურის, აირგასამართი სადგურისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის გაზმომარაგების შესაბამისი ხაზობრივი ნაგებობების განთავსება (გაყვანა) ნებადართულია მე-3 საცხოვრებელ ზონაში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი