,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016256
24
29/04/2015
ვებგვერდი, 30/04/2015
010250050.35.116.016256
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2015 წლის 29 აპრილი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20-ე მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის  17 აპრილის  №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016172) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის პირველი მოადგილე (მოადგილეები), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ცაგერის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახურის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმარების, ფორმირებისა და სახაზინო განყოფილებების უფროსები, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, გამგებლის თანაშემწე და ასევე საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თანამდებობის პირები მოწვევით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი