„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.018573
188
27/04/2015
ვებგვერდი, 28/04/2015
480040030.10.003.018573
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2015 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2013  წლის 5 დეკემბრის  №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  06/12/2013,  480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული  იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში აკრედიტებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.“.

 2. 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. საქართველოს  საელჩო  საუდის არაბეთის სამეფოში  აკრედიტებულია ომანის სასულთნოსა და ბაჰრეინის სამეფოში.“.

  3.  30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. საქართველოს საელჩო მალაიზიაში აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკასა და ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი