„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.018567
182
24/04/2015
ვებგვერდი, 28/04/2015
130030000.10.003.018567
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2014, 130030000.10.003.017925) შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართის (სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა) 5.6.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.6.1. ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების ძალების, უსაფრთხოების, გარე დაცვისა და საბადრაგო სამსახურების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურებრივი განრიგების, მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი