დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,, ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N 51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.116.016255 |
|
,, ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/10/2014, წ. სარეგისტრაციოკოდი: 010250020.35.116.016210) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტაბელის:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3.საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქმისწარმოების წესები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით, აგრეთვე ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №50 დადგენილებით და ამ ტაბელით.’’; ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი საფუძვლები მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის წესები და პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით და ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №50 დადგენილებით.’’; გ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი;“; დ)მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) საკრებულოს აპარატის და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;“; ე) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება, აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი - ,,პროექტი”, საკრებულოს აპარატის ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:“; ვ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე, საკრებულოს გაკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო გამგებლის ბრძანების ბლანკი- გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის (შესაბამისად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის) უფროსის სეიფში, ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში, ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში, ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №50 დადგენილებით.“; ზ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (გამოისახება მაყურებლიდან მარცხენა მხარის ზედა კუთხეში) და ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი (გამოისახება მაყურებლიდან მარჯვენა მხარის ზედა კუთხეში);“; თ) 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 46. რეკვიზიტები ,,მცირე სახელმწიფო გერბი” და ,,მუნიციპალიტეტის გერბი” 1. რეკვიზიტი ,,მცირე სახელმწიფო გერბი“ და ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება: ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე; ბ) წერილების ბლანკებზე; გ) ცნობების ბლანკებზე; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ბეჭდებზე. 2. მცირე სახელმწიფო გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა ზედა კუთხეში ფურცლის ზედა ადგილზე, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი – დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა ზედა კუთხეში, გერბების ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.’’; ი) მე-7 თავი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები