საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 41/24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 23/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016325
41/24
23/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
480610000.03.030.016325
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

 

მიზნად ისახავენ რა, მხარეთა შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისა და ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას,

 

სურთ რა, ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის წახალისება,

 

კვლავაც ადასტურებენ რა, თავიანთ ერთგულებას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების თვალსაზრისით,

 

აღიარებენ რა, რეგულარული კონტაქტების არსებობის აუცილებლობას და საგარეო საქმეთა სამინისტროების მნიშვნელოვან როლს ამ მიზნების მიღწევის მიმართულებით,

 

ანიჭებენ რა მნიშვნელობას, სხვადასხვა დონეებზე აზრთა გაცვლას, ორმხრივ ურთიერთობებსა და კონსულტაციების გამართვას საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით,

 

სურთ რა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მხარეთა დელეგაციებს შორის გაააქტიურონ პირდაპირი კონტაქტები,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები მართავენ რეგულარულ კონსულტაციებს მინისტრების ან სხვა წარმომადგენლების დონეზე, რომელთა ფარგლებში განიხილება საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები, ასევე ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

მუხლი 2

 

მხარეები ხელს უწყობენ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ, ეკოლოგიურ და სხვა სფეროებში.

 

მუხლი 3

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, მონაცვლეობით, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკაში, იმართება წელიწადში არანაკლებ ორჯერ, საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული გრაფიკითა და ფორმატით.

მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთობლივად წყვეტენ კონსულტაციების გამართვის ადგილს, თარიღსა და განრიგს.

მხარეები, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, კონკრეტული საკითხების განსახილველად აყალიბებენ სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფებს.

მხარეები, ერთობლივად შეიმუშავებენ წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და შეხვედრების გრაფიკს.

 

მუხლი 4

მხარეები, საერთაშორისო ორგანიზაციათა და დაწესებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ აქტიურ  და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას.

 

მუხლი 5

წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული დოკუმენტები ძალაში შედის იმავე წესით რა წესითაც წინამდებარე ოქმი შედის ძალაში.

 

მუხლი 6

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 7

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლის ამოწურვის შემდეგაც იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ოქმის მოქმედება, მეორე მხარისათვის, თავდაპირველი ან ნებისმიერი მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) წლით ადრე, დიპლომატიური არხებით, ოქმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ოქმი  მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.

წინამდებარე ოქმი შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

 

საქართველოს

საგარეო საქმეთა სამინისტროს

სახელით

(ხელმოწერილია)

ბელარუსის რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა სამინისტროს

სახელით

(ხელმოწერილია)