საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 41/21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 23/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016323
41/21
23/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
480610000.03.030.016323
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების  სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

 

ანიჭებენ რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას განათლების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის,

 

ისწრაფვიან რა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისა და განვითარებისაკენ, მხარეების განათლების სისტემათა თანასწორუფლებიანობის, დამოუკიდებლობისა და ღირებულებათა პრინციპებზე დაყრდნობით,

 

გამოთქვამენ რა სურვილს,  ხელი შეუწყონ თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის,

 

თანხმდებიან შემდეგზე: 


მუხლი 1

მხარეები ითანამშრომლებენ  ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.

 

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას მხარეთა სახელმწიფოებში განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ, ჩაატარებენ სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სისტემების განვითარების საკითხებზე. ამ მიზნით სპეციალისტებისა და ექსპერტების გაცვლის პირობები  შეთანხმდება დამატებით.

 

მუხლი 3

მხარეები წაახალისებენ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანმანათლებლო  დაწესებულებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებას.

 

მუხლი 4

მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის სტუდენტებისა და პედაგოგიური მუშაკების აკადემიურ  მობილობას.

 

 

მუხლი 5

მხარეები წაახალისებენ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში იმ პირთა მონაწილეობას, რომლებიც სწავლობენ მხარეთა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

 

მუხლი 6

მხარეები ითანამშრომლებენ განათლების ხარისხის განვითარების სფეროში და ამ მიზნით, გაცვლიან ინფორმაციას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანმანათლებლო  დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 7

მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სპეციალისტთა გაცვლას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.  

 

მუხლი 8

მხარეები, მათ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გააქტიურებისა და გაფართოებისაკენ, აგრეთვე საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ახალგაზრდებს შორის მრავალმხრივი კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარებისაკენ.

 

მუხლი 9

მხარეები ითანამშრომლებენ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთაღიარებისა და ეკვივალენტურობის საკითხებში ,,უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტის ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის, ,,ევროპის რეგიონის სახელმწიფოებში სასწავლო კურსების, უმაღლესი განათლების დიპლომების და სამეცნიერო ხარისხების აღიარების შესახებ” პარიზის  1979 წლის 21 დეკემბრის კონვენციის და, აგრეთვე, „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ ლისაბონის 1997 წლის 11 აპრილის კონვენციის შესაბამისად.

 

მუხლი 10

წინამდებარე შეთანხმების არცერთი დებულება არ ზღუდავს მხარეთა იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც  გამომდინარეობს იმ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილენიც ისინი არიან.

 

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებული  დავები წყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 13

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის  დღიდან და  მოქმედებს ხუთი  (5) წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ის ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე, ამ ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 თვისა, წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

 

შესრულებულია ქ. თბილისში  2015 წლის 23 აპრილს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე , ამასთან ყველა ტექსტს  თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნია.

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

ბელარუსის რესპუბლიკის

განათლების სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)