,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016300
35
24/04/2015
ვებგვერდი, 28/04/2015
010250050.35.122.016300
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2015 წლის 24 აპრილი

ქ. წყალტუბო

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №14  დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016183. 01/04/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,თ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, უძრავი ქონების შესახებ ცნობა დახასიათება გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული არქივიდან, საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ცენტრალური არქივიდან ან სხვა დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე