დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
24/04/2015
ვებგვერდი, 29/04/2015
010250000.35.152.016219
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/04/2015 - 21/11/2017)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2015 წლის 24 აპრილი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი



დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება

მუხლი 1. მუნიციპალური შესყიდვების სამსახური
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას;

 2. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.


მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგებლის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ წინადადებებთან წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, მისი დამტკიცების უზრუნველყოფას და შემდგომ კორექტირებას;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შესყიდვის საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების შესაბამისი პროცედურების დაგეგმვას;

დ)  შესყიდვის პროცედურების მომზადებას და განხორციელების უზრუნველყოფას;

ე) სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებას და სატენდერო პროცედურების ჩატარებას;

ვ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

ზ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

თ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა, შენახვა და დაცვა;

კ) უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;

მ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის) კონსულტაციების გაწევას;

ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;


მუხლი 3. სამსახურის მოხელეები
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად.

  2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;

  3. სამსახურის უფროსის და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, სამსახურის დებულებით, გამგეობის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.