„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018566
181
24/04/2015
ვებგვერდი, 27/04/2015
280120000.10.003.018566
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 სექტემბრის №239 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2013, 280120000.10.003.017406) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. მკურნალობის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურებებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე გამოცემული ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 41 და 42 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:

„მუხლი 41. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს დაერთოს ნება, ამ დადგენილების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შესყიდული საქონელი გამოიყენოს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით განსაზღვრული მიზნებისთვის.

მუხლი 42. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მედიკამენტის გადაცემა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი