2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ

2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018565
180
24/04/2015
ვებგვერდი, 27/04/2015
430210000.10.003.018565
2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „გ2“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 12 723 750 (თორმეტი მილიონ  შვიდას ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 12 600 000 (თორმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით.

3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის  გაიცემა  9 165 000 (ცხრა მილიონ ას სამოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში.

4. 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მაქსიმალური ოდენობა – 2 250 ლარი;

ბ) საშუალო ოდენობა:

ბ.ა) 2 000 ლარი;

ბ.ბ) 1 750 ლარი;       

ბ.გ) 1 500 ლარი;

ბ.დ) 1 250 ლარი;

გ) მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი.

5. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

6. 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 575 ლარისა;

ბ) მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 125 ლარისა.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდის არჩევით საგნებზე შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა გაიყოს ორ ნაწილად და თანხის:

ა.ა) 50 პროცენტი განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე:

ა.ა.ა) ლიტერატურა;

ა.ა.ბ) ისტორია;

ა.ა.გ) გეოგრაფია;

ა.ა.დ) სამოქალაქო განათლება;

ა.ა.ე) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.ბ) 50 პროცენტი განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე:

ა.ბ.ა) მათემატიკა;

ა.ბ.ბ) ქიმია;

ა.ბ.გ) ფიზიკა;

ა.ბ.დ) ბიოლოგია;

ბ) თითოეულ ჯგუფში განაწილებული თანხის:

ბ.ა) 5% თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად;

ბ.ბ) 4% თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად;

გ) ამ პუნქტით დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის, 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი), ხოლო 50% ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის. 

8. ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს.

9. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარს.

11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს  240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული  სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

12. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.

13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.

14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

15. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.

16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.

17. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

18. ამ მუხლის მე-15-მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის ჯგუფისა და საგნის შესაბამისად. ამ განაწილების შედეგად, ყოველი საგნის ჯგუფში არჩევითი საგნის მიხედვით დარჩენილი თანხები იკრიბება და განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის ჯგუფის შიგნით, არჩევით საგანზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის.

19. იმ შემთხვევაში, თუ საგნის ჯგუფებს შიგნით დარჩენილი თანხის გადანაწილების დროს დარჩა თანხები, მაშინ აღნიშნული თანხა იკრიბება და ნაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის.

20. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად დარჩა თანხები, მაშინ აღნიშნული თანხა ნაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის.

21. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, ამ მუხლის მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული განაწილების შედეგად, დაფინანსებას არ მიიღებენ.

22. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

23. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

24. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

25. ამ მუხლის 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტების შესაბამისად განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით ვერ განაწილდა,  აგრეთვე ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები დაემატება ამ მუხლის  26-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.

26. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ მუხლის მე-15-მე-17 პუნქტებით დადგენილი წესით, დაფინანსდებიან 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 70 000 (სამოცდაათი ათასი)   ლარი;

გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი