დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018564 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2013, 010220020.10.003.017247) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი; ოთარ დანელია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი; ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი; ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; ელგუჯა ხოკრიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; სოზარ სუბარი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კომისიის წევრი; ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; მიხეილ ახვლედიანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; ირაკლი შარტავა – სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი გახარია – საგადასახადო ომბუდსმენი, კომისიის წევრი; ლევან რაზმაძე – სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი; ირაკლი კახიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი როინიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი; თეიმურაზ მთივლიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი; ბათუ გურჯიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; შორენა შონვაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს პერიოდი ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2015 წლის პირველ ივნისამდე.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია უფლებამოსილია, დადგენილების ამოქმედებიდან 2015 წლის პირველ ივნისამდე, განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები: ა) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესახებ; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული, სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, (შეთანხმებების) შესაბამისად წარმოებული შესყიდვების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გახანგრძლივების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საჯარიმო სანქცია-საურავების დარიცხვის ან ამოღების ღონისძიებათა შეჩერების, მათი განაკვეთის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის, მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ახალი ვადის დაწესების, ხელშეკრულებაში და/ან საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის, არსებულ მიმწოდებელთან შეთანხმებით, მისი სხვა მიმწოდებლით ჩანაცვლების, აგრეთვე, დამტკიცებული პროექტით და/ან შესაბამისი ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი, მაგრამ პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი სამუშაოების (საქონლის, მომსახურების) ღირებულების ანაზღაურების მიზანშეწონილობის თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 21 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები