დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016231 |
31
24/04/2015
ვებგვერდი, 27/04/2015
010250020.35.161.016231
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 117-ე მუხლისა და 135-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიღებისა და განცხადებების განხილვის პროცესის სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი“ (დანართი). |
| მუხლი 2 |
საკრებულოს თანამდებობის პირებმა:
1. კონტროლზე აიყვანონ მოქალაქეთა მიღების დროს დასმული საკითხების აღრიცხვა და განხილვა. 2. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. |
| მუხლი 3 |
საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიღების წესისა და გრაფიკის გამოქვეყნება საკრებულოში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
|
| მუხლი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღება ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
მოქალაქეთა მიღების გრაფიკში უნდა აღნიშნული იყოს საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი. თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი უნდა იყოს დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი). გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება შესაძლებელია დამტკიცებულ გრაფიკში აღნიშნული პერიოდის გარეშეც. |
| მუხლი 3 |
საკრებულოს თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან მოქალაქეების მიღება წარმოებს ამ უკანასკნელთა წერილობითი ან ზეპირი განცხადების საფუძველზე. |
| მუხლი 4 |
მიღების დროს განიხილება მოქალაქეთა წერილობითი და ზეპირი განცხადებები საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. |
| მუხლი 5 |
საკრებულოში მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში. |
| მუხლი 6 |
საკრებულოს თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან მიღებაზე, განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, მოქალაქეთა ჩაწერას და აღრიცხვას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
| მუხლი 7 |
საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება აგრეთვე შესაძლებელია მის მოადგილესთან შეხვედრის შემდგომ საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში. |
| მუხლი 8 |
საკრებულოს თანამდებობის პირი ვალდებულია, მოქალაქის განცხადების შესწავლისას დაადგინოს მისი შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, მასში დასმული საკითხის შესაბამისობა საკრებულოს კომპეტენციასთან და საქმის კონკრეტული გარემოებები, რისთვისაც უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და მიიღოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალები საკრებულოს კომისიებიდან ან აპარატიდან, აგრეთვე აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის სისტემაში შემავალი სამსახურებიდან. ბ) შეხვდეს საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. |
| მუხლი 9 |
მოქალაქის განცხადება საქმის შესწავლილ გარემოებებთან ერთად წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეს. წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით საკრებულოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე წყვეტს მოქალაქის მიღების მიზანშეწონილობის საკითხს ან განცხადება/საჩივარს სათანადო რეზოლუციით გადასცემს შემსრულებელს. |
| მუხლი 10 |
მოქალაქის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომლის ქმედება გასაჩივრებულია ამ განცხადებებით. |
| მუხლი 11 |
მოქალაქის განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შუამდგომლობით, საკრებულოს თავმჯდომარე აწარმოებს მოქალაქის მიღებას განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები