დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის N146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280010.22.025.016174 |
44
30/04/2015
ვებგვერდი, 01/05/2015
300280010.22.025.016174
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის N146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N97 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის N146 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესში (www.matsne.gov.ge 09/10/2013 300280010.22.025.016113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ ენერგეტიკის მინისტრს ან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა 5 სამუშაო დღით ადრე, გარდა განსაკუთრებული ან/და ოჯახური პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ |
ბ)
მე-7 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მივლინების თაობაზე მოხსენებითი ბარათი ენერგეტიკის მინისტრს ან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს უნდა წარედგინოს სამივლინებო პერიოდის დადგომამდე სულ ცოტა 2 სამუშაო დღით ადრე, გარდა განსაკუთრებული ან/და ახლად გამოვლენილი გარემოებებით გამოწვეული შემთხვევებისა. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები