დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016447 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №19 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016095, 10/02/2012) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია“. 3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია“;
ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა“;
ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა (შემდგომში – ინდივიდუალური გეგმა) (დანართი №1) წარმოადგენს რესოციალიზაციის მიზნით კონკრეტული არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის (შემდგომში – მსჯავრდებული) ინდივიდუალურად შედგენილ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 6 თვით და ხორციელდება მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსების პერიოდში.“; ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისთანავე დაწესებულების დირექტორის მიერ დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე ინიშნება ინდივიდუალური გეგმის კოორდინატორი (შემდგომში –კოორდინატორი).“; ბ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ინდივიდუალური გეგმების შესამუშავებლად, მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა დაწესებულების დირექტორის მიერ იქმნება მულტიდისციპლინური საბჭო.“; გ) მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კოორდინატორი პასუხისმგებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელათა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში - პრობაციის ეროვნული სააგენტო) თანამშრომლობაზე.“; დ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. რისკების შესაფასებლად საშეღავათო ვადის (პ.ვ.გ.) მოხდამდე სამი თვით ადრე დაწესებულება უკავშირდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ბიუროს, რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. მიღებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს სამ თვეში ერთხელ. აღნიშნული ინფორმაცია გადაეცემა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის ადგილობრივ საბჭოს.“; ე) №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. ვ) №5 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები