სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“

დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110040.10.003.018562
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
177
20/04/2015
ვებგვერდი, 23/04/2015
040110040.10.003.018562
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/04/2015 - 18/12/2018)

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების (შემდგომში - ქონება) ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის წესი, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას  საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“.
მუხლი 2
ამ დადგენილების მიზნებისათვის:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას განეკუთვნება:

ა.ა)  შენობა-ნაგებობები, თუ  ამ შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, შეკეთება, ექსპლუატაცია ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მიზანშეუწონელია და მათი დემონტაჟი განპირობებულია სამხედრო ინფრასტრუქტურის  განვითარებისთვის;

ა.ბ) შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა ან მათი შემადგენელი ნაწილი, თუ მათში მოთავსებულია საბრძოლო მოქმედებებში ან სამხედრო სასწავლო წვრთნებში/სწავლებებში  მტყუნება მიცემული საბრძოლო მასალები და რომელთა შენახვა მომეტებული საფრთხის შემცველია, ხოლო მისი განმუხტვა/გაუვნებელყოფა შეუძლებელია ამ შეიარაღებასთან, სამხედრო ტექნიკასთან ან მათ შემადგენელ ნაწილთან ერთად აფეთქების გარეშე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას განეკუთვნება შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა ან მათი შემადგენელი ნაწილი, თუ მათში მოთავსებულია საბრძოლო მოქმედებებში ან სამხედრო სასწავლო წვრთნებში/სწავლებებში  მტყუნება მიცემული საბრძოლო მასალები და რომელთა შენახვა მომეტებული საფრთხის შემცველია, ხოლო მისი განმუხტვა/გაუვნებელყოფა შეუძლებელია ამ შეიარაღებასთან, სამხედრო ტექნიკასთან ან მათ შემადგენელ ნაწილთან ერთად აფეთქების გარეშე.

მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება ჩამოიწერება და მოიხსნება აღრიცხვიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში - გენერალური შტაბი) უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ამ ქონების ამ დადგენილების  მე-2 მუხლთან  შესაბამისობა დგინდება გენერალური შტაბის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის,  შესაბამისი კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება ჩამოიწერება და მოიხსნება აღრიცხვიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის   გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ამ ქონების ამ დადგენილების მე-2 მუხლთან შესაბამისობა დგინდება ამ სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის,  შესაბამისი კომისიის ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით.

მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში:

ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის ან მათი შემადგენელი ნაწილის განმუხტვა/გაუვნებელყოფისათვის აუცილებელია შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ცნობა, რომ ქონებაზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებები, ხოლო ასეთი მოქმედებების მიმდინარეობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს თანხმობა;

ბ) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის ან მათი შემადგენელი ნაწილის განმუხტვა/გაუვნებელყოფის საჭიროებისას ხორციელდება ამ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის დაშლა (განკომპლექტება), ხოლო დაშლის/განკომპლექტების შედეგად მიღებულ ქონებაზე ან შემადგენელ ნაწილზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება“.

მუხლი 5
ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება“.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი