დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.033.016748 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21.09.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.033.016468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის 12.1 და 12.2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი □ სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი □ იურიდიული დეპარტამენტი □ ადმინისტრაციული დეპარტამენტი □ საბიუჯეტო დეპარტამენტი □ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი □ ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი □ შიდა აუდიტის დეპარტამენტი □ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი □ ანალიტიკური დეპარტამენტი □ მინისტრის აპარატი □ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური □ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური □ დავების განხილვის სამსახური □ პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური □ ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური. 12.2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური □ მომსახურების დეპარტამენტი □ სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი □ ანგარიშსწორების დეპარტამენტი □ ანგარიშგების და მეთოდოლოგიის დეპარტამენტი □ ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტი □ ადმინისტრაციული სამმართველო“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 24 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები