დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.172.016084 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის N54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.172.016054) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის “ დანართი N1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრის სარგოს. 2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობებისა და პრინციპების დაცვით. 4. პრემიის მიზანია, დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები