„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016077
25
21/04/2015
ვებგვერდი, 23/04/2015
010260020.35.175.016077
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 21 აპრილი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე  მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და საქართველოს ,, ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი”ს  63-ე მუხლის საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 26 მარტის №11 დადგენილებაში  (matsne.gov.ge  010260020.35.175.016063 30/03/2015), კერძოდ:

1. „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის“  მე-3  მუხლის  მეოთხე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განაცხადის წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე“.

2.  ამოღებულ იქნეს პროგრამის  მე-4 მუხლის მესამე პუნქტი.

3. ცვლილება შევიდეს  მე -4  მუხლის მეხუთე პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის სხდომის ოქმი დგება სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. ოქმი შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი