დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016187 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 13/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:
1. „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №3) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“. 2. „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №4) მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება“. 3. „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკას“ (დანართი №7) დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი: „მუხლი 52 მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და მედიის განხრით, კერძოდ ფოტო/ვიდეო გადაღების, აუდიო ჩაწერისა და სატელევიზიო მონტაჟის კუთხით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Power Point, Outlook).“ 4. „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკას“ (დანართი №8): ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31 სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, კომპიუტინგის/ინფორმატიკის, მათემატიკის სპეციალობით; ბ) შესაბამისი პროფილით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დ) სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ე) სავალდებულოა MS Office Application-ის, განსაკუთრებით Exel-ის და Access-ის მაღალ დონეზე ცოდნა.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები: „მუხლი 61 პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრობიზნესის და/ან აგრარული მეცნიერებების მიმართულებით; ბ) შესაბამისი პროფილით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დ) სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ე) სავალდებულოა MS Office Application-ს ცოდნა. მუხლი 62 პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრობიზნესის და/ან აგრარული მეცნიერებების მიმართულებით; ბ) სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; გ) სავალდებულოა MS Office Application-ის ცოდნა.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები