„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016247
15
17/04/2015
ვებგვერდი, 22/04/2015
190040000.35.149.016247
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2015 წლის 17 აპრილი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის № 64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2014; 190040000.35.149.016231) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა)       დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან ან/და აფთიაქიდან;“;

ბ)    დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.       ცერებრალური დამბლით ან აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით;“;

გ)      დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ე)       ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან;“;

დ)     დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.       ამ მუხლით, 500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტირებულ, ავტორიზებულ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), გადის აკრედიტირებულ პროგრამას და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:“;

ე)       დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე–3  პუნქტის, „ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)       ცნობა აკრედიტებული, ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), მასზე სახელმწიფო დაფინანსების არ არსებობის, სწავლის საფასურის  ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;“

ვ)        დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.       დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფისათვის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ითვლებიან დახმარების მიმღებად, გარდა ამ წესის 1-ლი,   11 , მე-2, მე-6,  და  მე-7   მუხლებით გათვალისწინებული დაფინანსებისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე