„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 06 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 06 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016947
41/ნ
21/04/2015
ვებგვერდი, 22/04/2015
430210000.22.022.016947
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 06 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №41/ნ

2015 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 06 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 


მუხლი 1
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 06 მაისის №36/ნ ბრძანებით (სსმ, №55, 18/05/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014614) დამტკიცებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში შევიდეს ცვლილება და ამ წესის:

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია. მინისტრი უფლებამოსილია პირი კონკურსის გარეშე წარადგინოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟიორად დასანიშნად. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი წარდგენილ პირს სტაჟიორად ნიშნავს 3 სამუშაო დღის ვადაში. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად წარდგენისას სტაჟირების ვადა განისაზღვრება  მინისტრის წარდგინებით.“

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა,  საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში  -  ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო).“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე