დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "ავტოშემკეთებელი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს"ავტოშემკეთებელი" |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს “ავტოშემკეთებელის” (200002736) სამეთვალყურეო საბჭო 2015 წლის 15 მაისს, დღის 16.00 საათზე, გიწვევთ ქ. თბილისში, მექანიზაციის ქ. №1-ში სააქციო საზოგადოება ს/ს “ავტოშემკეთებელის” აქციონერთა საერთო კრებაზე, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს “ავტოშემკეთებელის” 2014 წლის სამეურნეო საფინანსო შედეგების ანგარიშის განხილვა-დამტკიცება;
2. სს “ავტოშემკეთებელის” სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა;
3. სს “ავტოშემკეთებელის” მომსახურე აუდიტორის არჩევა;
4. სხვადასხვა
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 15.30 საათიდან.
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 17 აპრილი.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოდგენილი საკითხები და მოსაზრებები განხილულ იქნება სართო კრებაზე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს “საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა(შესასვლელი მოსაშვილის 11-დან), ტელ: 225-15-60; 222-53-51.
სს “ავტოშემკეთებელის” (200002736)
დირექტორი ლერი ლაბაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები