„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის N122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის N122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 17/04/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 17/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016040
56/37
17/04/2015
ვებგვერდი, 17/04/2015
010320000.58.070.016040
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის N122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №56/37

2015 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის N122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის N122/37 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 18/06/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016015) დამტკიცებულ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 183 კალენდარული დღის, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია