დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 730 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018894 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №7 30
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404482537) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილიმართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდგადაეცესსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს,არსებობის ვადით.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს, აღნიშნული განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები