დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული სარკინიგზო რელსის აუქციონის გარეშე პირდაპირი წესით შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 729 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018895 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №729
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული სარკინიგზო რელსის აუქციონის გარეშე პირდაპირი წესით შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული სარკინიგზო რელსის შპს „საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ მიერ, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე.
2. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული სარკინიგზო რელსის შპს „საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ მიერ, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები