დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016264 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №694 და 2015 წლის 8 აპრილის №724 განკარგულებების გათვალისწინებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #22/60 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016250) ბიუჯეტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
ბიუჯეტის დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
ბიუჯეტის დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
ბიუჯეტის დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 549.5 ათ. ლარის ოდენობით.
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
ბიუჯეტის დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10 150.3 ათ. ლარის ოდენობით.
„ |
5.
ბიუჯეტის დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 136.8 ათ. ლარის ოდენობით.
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
ბიუჯეტის დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 048.3 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8 283.3 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 235,0 ათ. ლარის ოდენობით.
„ |
7.
ბიუჯეტის დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
„ |
8.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები). კერძოდ, ქუჩების ორმულ შეკეთებას, ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერებას, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეო კამერების მოწყობას, მე-7 კმ-ზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადღეღამისო სადგომის მოწყობის პროექტირებას, საგზაო ნიშნების მოწყობას, შუქნიშნების მოვლა-პატრონობას, აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციას, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციას, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობას. ასევე ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციას (ფასადების შეფუთვა და მანსარდების მოწყობა), მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციას, მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთებას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების რეაბილიტაციას (ქუჩები და ხიდები), გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობას, დასუფთავების ღონისძიებებს, ნაგავშემკრები ყუთების შეძენას, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირებას, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციას (მათ შორის პროექტირებას), ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა-პროექტირებას და სხვა.” |
9.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაცია, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაცია, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობა. აგრეთვე განხორციელდება ქალაქ ფოთში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ხელს შეუწყობს არსებულის შენარჩუნებას მიმდინარე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების კვალობაზე. ასევე დაგეგმილია ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერება, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობა, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეო კამერების მოწყობა, მე-7 კმ-ზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადღეღამისო სადგომის მოწყობის პროექტირება.” |
10.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.2 , 1.2.1 და 1.2.5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის და ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები, ჩამდინარე წყლების მართვის, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირების, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზის, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზის, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაციის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობის და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. ასევე დაგეგმილია ნაგავშემკრები ყუთების შეძენა. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციის, სახურავების მიმდინარე შეკეთების, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის (ფასადების შეფუთვა და მანსარდის მოწყობა), მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. 1.2.5 სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქალაქში, დღეისათვის არსებული სანიაღვრე არხების ქსელები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან სანიაღვრე არხები ზოგან ჩახერგილია, ზოგან კი მოშლილია. დღეისათვის, ქალაქის რამოდენიმე ქუჩაზე მოწყობილია ახალი სანიაღვრე არხები. სულ ნაწილობრივ აღდგენილია ქალაქში არსებული სანიაღვრე არხების 50%. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირება, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზა, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზა, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდა, მათი აღდგენა და მოვლა-პატრონობა, ასევე სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება.”
|
11.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
“1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, დიდების მემორიალის, სკვერების, პარკების, ქალაქის ქუჩებისა და მრავალბინიანი ს/სახლების გამწვანებული ეზოების მოვლა-პატრონობა, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია (მათ შორის პროექტირება), მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთება და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2015 წელს განხორციელდება საახალწლო ქალაქ გაფორმებისათვის ინვენტარის შეძენა, სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, მინი სპორტული მოედნებისა და საათების მოვლა-პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ცენტრალური და სხვა პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობა, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთება, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია (მათ შორის პროექტირება), რაც მოიცავს პლაჟზე მისასვლელი 3 გზის დაპროექტებას (მათ შორის ერთის რეაბილიტაციას პირველ ეტაპზე), მომსახურე გზის მოწყობას (მათ შორის ნაწილის ასფალტირება), ასევე ღია ავტოფარეხების, საფეხმავლო გზის (ბულვარის და მცირე არქიტექტურული ფორმის შენობების განთავსება), წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებების დაპროექტება და მშენებლობა. პირველ ეტაპზე განხორციელდება დაახლოების 370 მეტრომდე ბულვარის მოწყობა სრული ინფრასტრუქტურით. პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია არაუგვიანეს 2016 წლის 1 სეტემბრისა.” |
12.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს 2.2.6 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2.6 კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია.“ |
13.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2.4არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციებისა და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინდუსტრიის პოტენციალს და სპეციფიკას, იკვლევს ტურისტული ბაზების კონიუნქტურას, მარშრუტებს, ხელს უწყობს ქალაქის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნასა და განვითარებას, ქმნის ქალაქის ტურისტული შესაძლებლობების საინფორმაციო ბანკს, მუდმივად ახდენს სრულყოფასა და განახლებას.“ |
14.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს 3.3 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.3 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია.“ |
15.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში, განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური დახმარება როგორც ფულადი, ასევე სხვადასხვა სოციალური შეღავათების დაწესების გზით, რაც გააუმჯობესებს შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. განხორციელდება მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალურ ეკონომიკური კვლევების ორგანიზება და სხვა ღონისძიებები. |
16.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.3.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
4.3.3 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03 03) აღნიშნული პროგრამა მოიცავს ა(ა)იპ „ბავშვთა ცენტრის“ პროგრამას, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარების პროგრამას, უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამას. |
17.
ამოღებულ იქნას ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.3.3.5 ქვეპუნქტი. |
18.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს 4.7 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.7 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების, მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების და ინფორმაციის მომზადება; სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრასთან, სოციალური რისკების განეიტრალებასთან და ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან, ეფექტიანი და ფინანსურად მდგრადი სოციალური დახმარებების სისტემის განვითარებით მოწყვლადი ჯგუფების საარსებოდ აუცილებელი ფულადი შემოსავლებით და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფასთან, შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიულ მომსახურებასთან, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან საკითხებისა და ინფორმაციის მომზადება; ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლას, დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) საინფორმაციო ბანკის შექმნას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მუშაობის (უბნების მიხედვით) ხელშეწყობას მათ უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციისა და დასკვნის მიწოდება).“ |
19.
ბიუჯეტის დანართის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„ მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების თანახმად: |
1.
„საბიუჯეტო ორგანიზაციისა და პროგრამებისათვის 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანისა და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 18 მარტის N173 ბრძანების შესაბამისად: |
ა)
გადატანილ იქნა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ შემცირდა „მივლინებების“ მუხლი 0,1 ათ. ლარით, გაიზარდა „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების„ მუხლი 0,1 ათ. ლარით. |
ბ)
გადატანილ იქნა „საქალაქო ავტობუსების სუბსიდირების ხარჯებისათვის" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ შემცირდა „სუბსიდიების“ მუხლი 8,3 ათ. ლარით, გაიზარდა „სოციალური უზრუნველყოფის„ მუხლი 8,3 ათ. ლარით. |
გ)
პროგრამულ კოდს 04.00 „განათლება“ დაემატა შემდეგი ქვეპროგრამა:
04.03 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია; |
დ)
პროგრამულ კოდს 05.00 „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ დაემატა შემდეგი ქვეპროგრამა:
05.02.06 კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია. |
2.
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პროგრამებისათვის 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანისა და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 მარტის №190 ბრძანების შესაბამისად: |
ა)
გადატანილ იქნა „გარე განათების მოწყობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისათვის" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ შემცირდა „ოფისის ხარჯების“ მუხლი 389,0 ათ. ლარით, გაიზარდა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების„ მუხლი 389,0 ათ. ლარით. |
ბ)
გადატანილ იქნა „სანიაღვრე არხების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისათვის" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ შემცირდა „ოფისის ხარჯების“ მუხლი 25,0 ათ. ლარით, გაიზარდა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების„ მუხლი 25,0 ათ. ლარით. |
გ)
ამოღებულ იქნა „შშმ ბავშვთა ტრანსპორტირების პროგრამა", თანხით 3,0 ათ. ლარი. |
დ)
გაიზარდა „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის (უფასო სასადილო)" პროგრამის ხარჯი (‘სოციალური უზრუნველყოფა“) 3,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 203,0 ათ. ლარით. |
ე)
შემცირდა „კულტურული ღონისძიებების დაფინანსების (სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებები)" ხარჯი („სუბსიდიები“) 10,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 245,3 ათ. ლარით. |
ვ)
გაიზარდა „სტადიონის რეაბილიტაცია „არაფინანსური აქტივების ზრდა" 10,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 1309,0 ათ. ლარით. |
ზ)
შეიცვალა ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებისა და სოციალური კვლევის ცენტრის" დასახელება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრი". |
3.
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პროგრამებისათვის 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 აპრილის №215 ბრძანების შესაბამისად: |
ა)
გადატანილ იქნა „დასუფთავების ღონისძიებებისათვის" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებში, კერძოდ შემცირდა „ოფისის ხარჯების“ მუხლი 576,4 ათ. ლარით, შესაბამისად გაიზარდა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების„ მუხლი.
|
| მუხლი 3 |
1.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
2.
დადგენილების მოქმედება (გარდა ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-13 და მე-18 პუნქტებისა) გავრცელდეს 2015 წლის 17 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
3.
დადგენილების 1-ლი მუხლის მე-13 და მე-18 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები