საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილებების მოწონების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 727
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018897
  • Word
727
08/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018897
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილებების მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №727

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების  შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილებების მოწონების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №36 განკარგულებით მოწონებულ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი შემდეგი ცვლილებები:

ა) კანდიდატების მიერ განმარტებების მოთხოვნის თაობაზე განცხადებების წარდგენის ვადად (მე-5 პუნქტი) განისაზღვროს ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებიდან 15 კალენდარული დღე;

ბ) კანდიდატების მიერ ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების წარდგენის ვადად (მე-6 პუნქტი) განისაზღვროს ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-20 კალენდარული დღე, თბილისის დროით 14:00 სთ;

გ) მოკლე სიაში შესულ კანდიდატებთან დასაზუსტებელი შეხვედრების გამართვის ვადად (მე-7 პუნქტი) განისაზღვროს - განაცხადების მიღებიდან 10 კალენდარული დღე;

დ) მოკლე სიაში შესული კანდიდატების მიერ (მე-7 პუნქტი)  პროექტთან დაკავშირებით საბოლოო წინადადების წარდგენის ვადად განისაზღვროს - დასაზუსტებელი შეხვედრების დასრულებიდან 15 კალენდარული დღე;

ე) გამარჯვებულის გამოვლენის დაგეგმილი ვადა (მე-8 პუნქტი) განისაზღვროს არაუგვიანეს ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებიდან მე-60 დღისა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                             ირაკლი ღარიბაშვილი