დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში 2015 წელს გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 725 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018900 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №7 25
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოში 2015 წელს გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განსახორციელებელიქმედებების შესახებ
1 . „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N522 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, 2015 წლის 9-18 აპრილს, ქ. თბილისში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (არბნორ კრასნიქი, ასტრიტ ჰასანი, ილირ ტაფარამი).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზეშემოსვლის მიზნით .
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზეშემოსვლა და მათი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაარ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები