საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 719
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018911
  • Word
719
08/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018911
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №719

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონებისა და გრანტების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე:

ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ - საქართველოს მხარდაჭერისა და განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს (ს/ნ 404434260) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი (დანართი №1, №2, №3 და №4), სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთათვის (ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის) ყოველთვიურად თანხის გაცემის თაობაზე;

ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხა გრანტის სახით გასცეს სპორტულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე, აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების დანართი №1, №2, №3 და №4-ის შესაბამისად.

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტების გაცემის შემთხვევების მიმართ არ გავრცელდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.

3. „სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სპორტული ორგანიზაციებისათვის გაცემული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                             ირაკლი ღარიბაშვილი