საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ქონების აუქციონის გარეშე, ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018912
  • Word
718
08/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018912
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ქონების აუქციონის გარეშე, ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №718

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ქონების აუქციონის გარეშე, ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, შპს „ჯეოსელს“ (ს/კ 203841940 ) არა უმეტეს 1 წლის ვადით გადასცეს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, კანდელაკის ქ. №12-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ 01.10.14.003.014) სხვენზე არსებული 7 კვ.მ ტექნიკური ოთახის, ხოლო სახურავზე არსებული 1 კვ.მ − ანტენების განსათავსებლად.

2. ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი