დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში ორგანიზაციული სტრუქტურული ერთეულების აღწერისა და ახალ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმის ფორმირებისთვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 717 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018914 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №717
2015 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში ორგანიზაციული სტრუქტურული ერთეულების აღწერისა და ახალ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმის ფორმირებისთვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში მიმდინარე ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციული სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულების აღწერისა და ახალ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმის ფორმირებისთვის საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები