საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“ -ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018916
  • Word
715
08/04/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018916
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“ -ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №7 15

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“ -ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/С“-ს შორის „დიაბეტის მართვის“ პროგრამის „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტით გათვალისწინებული ულტრახანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის და შპრიც-კალმისტრების ნემსების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პროექტი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში, გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად, უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად, საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს, დამატებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი